დღის სიახლეებისიახლეები

თავშესაფრის გარეშე დარჩენილი 22 ადამიანი, რუსთავის მერიის დაფინანსებით, სასტუმრო ,,გრანდ ვეჯინში” იცხოვრებს.

რუსთავში, რჩეულიშვილის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებული რვა ოჯახი რუსთავის მერიამ დროებით საცხოვრებლად სასტუმროში გადაიყვანა. თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოცდაორი ადამიანი, რუსთავის მერიის დაფინანსებით, სასტუმრო ,,გრანდ ვეჯინში” იცხოვრებს. დაზარალებულ ოჯახებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე მოადგილე ოთარ ტატალაშვილთან და საკრებულოს წევრებთან ერთად შეხვდა.კორპუსის მდგრადობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნის დადების შემდეგ, კი მუნიციპალიტეტი მათ შესაბამის დახმარებას გაუწევს. დაზარალებულ ოჯახებს, რუსთავის მერია პირველადი მოხმარების საგნებით და საკვებითაც დაეხმარება და საცხოვრებლად საჭირო ყველა პირობას შეუქმნის. ხანძარი რჩეულიშვილის 6ა ნომერში არსებულ ორსართულიან კორპუსში, დღეს გაჩნდა. ხანძრის ლიკვიდაცია დროულად მოხდა და კორპუსის არცერთი მცხოვრების ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია.

38438414 კომენტარი52 გაზიარებამომწონსკომენტარის დატოვებაგაზიარება

მსგავსი სიახლეები

error: Content is protected !!