დღის სიახლეებისიახლეები

რუსთავში, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის აღსრულების მიზნით დაწყებული მონიტორინგის კამპანია გრძელდება

რუსთავში, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის აღსრულების მიზნით დაწყებული მონიტორინგის კამპანია გრძელდება. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ლევან ვეფხვაძე, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ,,ქართული ოცნებიდან“ საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილი ,,რუსთავის აზოტის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ ,,რუსთავის აზოტის“ ხელმძღვანელობის მიერ გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობას, ასევე დეტალური ინფორმაცია მოისმინეს დასაქმებულებისთვის შრომითი პირობების გაუმჯობესების თაობაზე. როგორც ,,რუსთავის აზოტში’’ აცხადებენ, თვითმონიტორინგის სისტემა საწარმოს აპრილის ბოლოს ექნება, საამქროებში ფუნქციონირებს ფილტრაციის სისტემა, ასევე მიმდინარეობს მუშაობა სხვა გარემოსდაცვითი ვალდებულებების ნაწილში.2020 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პაკეტი მომზადდა, რომელიც პარლამენტმა 2021 წლის გაზაფხულზე გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონთან ერთად დაამტკიცა.კანონში შესული ცვლილებების თანახმად, მსხვილ საწარმოებს ონლაინ, უწყვეტ რეჟიმში ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის თვითმონიტორინგის, ასევე ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, საწარმოს აირმტვერდამჭერი მოწყობილობებით აღჭურვის უზრუნველყოფის ვალდებულებები დაეკისრათ. აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მათ მნიშვნელოვანი, გაზრდილი სანქციები დაეკისრებათ და უპრეცედენტოდ მაღალი ჯარიმების გადახდა მოუწევთ.მონიტირინგი რუსთავის საწარმოო ზინაში არსებულ ყველა ქარხანაში ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

error: Content is protected !!