უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 696 შემთხვევა გამოვლინდა



უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 696 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსს 33 ადამიანი ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 2 236 497 შემთხვევა დადასტურდა, 52 424 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 169 584 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში ტესტირება სულ 10 881 002 ადამიანს ჩაუტარდა.