იდეალური თხელი ბლინები - ნახეთ უმარტივესი რეცეფტი



ინგრედიენტები :

  • ზეთი - 3 ს.კ
  • შაქარი - 3 ს.კ
  • ფქვილი - 1.5 ჭიქა
  • რძე - 3 ჭიქა
  • კვერცხი - 3
  • მარილი

მომზადების წესები :

კვერცხი ათქვიფეთ აქაფებამდე, დაამატეთ 1 ჭიქა რძე, მარილი, შაქარი. შემდეგ თანდათან დაამატეთ ფქვილი. კარგად ათქვიფეთ, რომ კოშტები არ დარჩეს. დაამატეთ დარჩენილი რძე და ზეთი.
ტაფა, რომელიც არ იკრავს, საშუალო ცეცხლზე გაახურეთ, მოუსვით ზეთი პირველი ბლინის გამოცხობის წინ.
დაასხით ცომი და გამოაცხეთ ბლინები ორივე მხრიდან.