როგორ შევინარჩუნოთ თვალების ჯანმრთელობა და მხედველობა



კორონავირუსის პანდემიის პირობებში ადამიანები სულ უფრო მეტ დროს ატარებენ ციფრულ მოწყობილობებთან. შესაბამისად, თვალებზე დიდი დატვირთვაა, რის გამოც, მხედველობის პრობლემები ხშირად იჩენს თავს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ თვალების ჯანმრთელობაზე. ნახეთ, როგორ შევინარჩუნოთ თვალების ჯანმრთელობა და კარგი მხედველობა.

1

20-20-20. ციფრულ მოწყობილობასთან მუშაობისას 20 წუთში ერთხელ 20 წამით გახედეთ 20 მეტრში მდებარე რამე ნივთს.

2

დისტანცია. კომპიუტერთან მუშაობისას რეკომენდებულია, მონიტორი თქვენგან გაშლილი ხელის სიგრძეზე თვალის სიმაღლეზე იყოს.

3

მნიშვნელოვანია თვალის ხამხამი. ციფრულ მოწყობილობასთან მუშაობისას თვალები სწორედ იმიტომ გვიშრება, რომ ხშირად არ ვახამხამებთ, არადა, ეს თვალის სიჯანსაღისთვის აუცილებელია.

4

დალიეთ წყალი. წყალი სასარგებლოა ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის და მათ შორის, მხედველობისთვისაც. იმიტომ, უფრო მეტი სითხე უნდა მიიღოთ.

5

მონიტორის რეგულაცია. მნიშვნელოვანია, რომ მონიტორის ნათება თვალს არ გჭრიდეთ. ამიტომ, მუშაობის დაწყებამდე ცოტაოდენი დრო დაუთმეთ ნათებას, ფერს, კონტრასტს და სხვა მონაცემებს.

თვალების ჯანმრთელობა და მხედველობა

6

შესვენება. სასურველია, რომ ნახევარ საათში ერთხელ შეისვენოთ, დროული შესვენება თავის ტკივილსაც აგარიდებთ.

7

თვალის მასაჟი. ფრთხილად გაიკეთეთ თვალის მასაჟი, როდესაც დაღლილობას, ან დაძაბულობას იგრძნობთ.

8

არ იმუშაოთ სიბნელეში. ოთახში ციფრული მოწყობილობის გარდა სხვა სინათლის წყაროც აუცილებლად უნდა იყოს.

9

თვალის წვეთები. გამოიყენეთ თვალის წვეთები, რომლებიც ნებისმიერ აფთიაქში რეცეპტის და დანიშნულების გარეშე იყიდება.

10

ოფთალმოლოგი. სასურველია პერიოდულად ესტუმროთ ოფთალმოლოგს. რაც უფრო მალე გამოავლენთ პრობლემას, მით უფრო მარტივად მოაგვარებთ მას.