რუსთავის ახლადრეაბილიტირებულ ახალგაზრდობის სკვერში, საახალწლო სოფელი გაიხსნა



რუსთავის ახლადრეაბილიტირებულ ახალგაზრდობის სკვერში, საახალწლო სოფელი გაიხსნა.

სადღესასწაულო ღონისძიებები საბავშვო კონცერტით დაიწყო. მოგვიანებით, კი რუსთაველებს წინასაახალწლო განწყობა მუსიკალურმა ჯგუფებმა - ,,რეგიონმა“ და ,,გუფი ლენდმა“ შეუქმნეს.

კონცერტი საზოგადოება ,,რუსთაველების“ ინიციატივით და რუსთავის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

საახალწლო სოფელში, დღეს, 18:00 საათიდან ,,თუთარჩელას’’კონცერტი დაიწყება. 2022 წელს, კი რუსთავი სადღესასწაულო ფოიერვერკით შეხვდება.

ახალგაზრდობის სკვერში მოწყობილ საახალწლო სოფელში, რუსთავის მერია, სტუმრებს 2 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.

სადღესასწაულოდ გაფორმებულ სკვერში, პატარებს სანტა კლაუსი, საჩუქრები, საბავშვო კონცერტები და უამრავი სიურპრიზი ელოდებათ.

ახალგაზრდობის პარკშივე გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული საახალწლო კონცერტი 4 იანვარს, სადაც რუსთაველებს, სადღესასწაულო კონცერტის გარდა, სანტა კლაუსი, საახალწლო ბაზრობა, ილუზიონისტების შოუ, კოსტუმირებული წარმოდგენა და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებები ელოდებათ.