რუსთავში, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა, კიდევ 107 ოჯახს აღარ ექნება



რუსთავში, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა, კიდევ 107 ოჯახს აღარ ექნება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ბინები მათ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემათ საკუთრებაში.

ფართების დაკანონების შესახებ ინფორმაცია, მოსახლეობას რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, ქალაქის საკრებულოს წევრებთან ერთად გააცნეს და მთავრობის განკარგულების ასლი პირადად გადასცეს.

მოსახლეობასთან შეხვედრას რუსთავის მერის მოადგილეები: კახა გურული და ოთარ ტატალაშვილიც ესწრებოდნენ.

საცხოვრებელი ფართები, რომელთა დაკანონებაც, ათწლეულების განმავლობაში არ ხერხდებოდა, რუსთავში, ბოლო ერთ წელიწადში, უკვე 500-მდე ოჯახს გადაეცა საკუთრებაში.

რუსთავის მერიის ქონების მართვის სამსახურში, ფართების დასაკანონებლად საჭირო პროცედურები კიდევ 150 განაცხადზე მიმდინარეობს.

იმ 107 ოჯახს, კი ვისი ფართის დაკანონების შესახებაც გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ბინის კანონიერი მესაკუთრეობისთვის მხოლოდ საჯარო რეესტრის შესაბამისი რეგისტრაცია დასჭირდება.