ნიუ-იორკში საცობში გაჭედილმა ქალმა მანქანაში იმშობიარა👶



ნიუ-იორკში, მანჰეტენზე ქალმა ავტომობილში იმშობიარა. ამის შესახებ New York Post-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ქალი ქმართან ერთად Tesla-ს ელექტრომობილით სამშობიაროში მიემგზავრებოდა, მაგრამ წყვილი საცობში მოხვდა. როდესაც ვითარების შესახებ ახლოს მყოფმა პოლიციელებმა შეიტყვეს, მათ გადაწყვიტეს მომავალი მშობლები კლინიკაში ესკორტის თანხლებით მიეყვანათ.

რამდენიმე წუთში პოლიციელებმა შენიშნეს, რომ წყვილის ავტომობილი გაჩერდა. ისინი მანქანასთან მივიდნენ და ნახეს, რომ ქალმა უკვე იმშობიარა. ამის შემდეგ დედა და ახალშობილი გოგო კლინიკაში გადაიყვანეს. ისინი თავს კარგად გრძნობენ.

წლის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ნიუ-იორკში ბავშვი Tesla-ს ელექტრომობილში გაჩნდა.