რუსთავს ორი ახალი მრავალფუნქციური სკვერი შეემატება



რუსთავს ორი ახალი მრავალფუნქციური სკვერი შეემატება.

მიმდინარე სამუშაოებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე მოადგილესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

მე-18 და მე-19 მიკრორაიონებს შორის ახალი რეკრეაციული სივრცე 13 000 კვ.მ ფართობზე ეწყობა. მულტიფუნქციურ სკვერში საფეხმავლო ბილიკები, გარე განათება, საბავშვო გასართობი კუთხეები და სპორტული სივრცეები მოეწყობა.

ტერიტორიაზე 350-მდე ხე-მცენარე დაირგვება, რაც მიმდებარედ არსებულ ფლორას გააუმჯობესებს.

მრავალფუნქციური სკვერის მოწყობის სამუშაოები დაწყებულია მე-8 მიკრორაიონშიც, სადაც რეკრეაციული სივრცის მოწყობას მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა.

ორივე პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის და რუსთავის ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მათი საერთო ღირებულება 2 მლნ 348 878 ლარია.