ნიკა გვარამია : სასტრასბურგედ უზარმაზარ საჩუქარს გვიფუთავს ბრჭყვიალა ქაღალდებში



რაკლი კობახიძე სასტრასბურგედ უზარმაზარ საჩუქარს გვიფუთავს ბრჭყვიალა ქაღალდებში - ასე ეხმაურება "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი ნიკა გვარამია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგს.

"ირაკლი კობახიძე ამ წუთებში, ბრიფინგზე, სასტრასბურგედ უზარმაზარ საჩუქარს გვიფუთავს ბრჭყვიალა ქაღალდებში და ფერადი ლენტებით კრავს, სათუთად.

ყოჩაღ, ირაკლი

ps ნუ ახლა, მთლად ელენე ხოშტარიას წამლავდნენ, ნამეტანი მოგივიდა. ისევ გაგისხა ელემენტმა. დაბრუნდი პირიმზეში, ისევ შეგარემონტონ",- წერს ნიკა გვარამია Facebook-ზე.