„კალმარის თამაშის“ სტილში გამართულ წვეულებაზე 5 ადამიანი დაიღუპა



პანამაში, პოპულარული სამხრეთკორეული სერიალის „კალმარის თამაშის“ სტილში გამართულ წვეულებაზე 5 ადამიანი დაიღუპა.

ინციდენტი ქალაქ სანტა-ანას ერთ-ერთ კლუბში მოხდა, სადაც დაპირისპირებული კრიმინალური დაჯგუფებების წევრებმა ორმხრივი სროლა გახსნეს. სროლას 5 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 7 დაჭრილია.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება, დაკავებულია 2 ადამიანი.

წყარო : იმედინიუსი