ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია



მიუხედავად ფინალში განცდილი მარცხისა, ამერიკის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია. ATP 1000 Masters Indian Wells-ზე ფინალური შეხვედრა ჩაატარა და, განახლებული რეიტინგით, 2 066 ქულით 27-ე პოზიციაზეა. ფინალში გასვლით, ბასილაშვილმა რეიტინგში ცხრა ადგილი მოიგო.

მასტერსის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრიტანელ კამერონ ნორისთან 6:3, 4:6, 1:6 დამარცხდა. მატჩი 1 საათი და 51 წუთი მიმდინარეობდა.