რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ზვიად კუპრავა დააკავეს



რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებასთან ხმაური იყო, სადაც ზვიად კუპრავა და კიდევ 2 ადამიანი დააკავეს.

აქციის მოაწილეებმა მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში ყოფნა გააპროტესტეს და მათ კედელზე სცადეს დაეწერათ „თავისუფლება მიშას“, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

როგორც პოლიციის უფროსმა განმარტა, ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი, რადგან ციხის კედელზე წარწერის გაკეთება არ შეიძლება.