თაკო ჩარკვიანი მელიას: ეცადე, 30 ოქტომბრამდე გამოცდა ჩააბარო



თაკო ჩარკვიანმა მელიას უსაყვედურა, რომ პარლამენტთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციას არ დაესწრო. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელ აქციაზე ნიკა მელია არ მივიდა, თაკო ჩარკვიანი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას მაინც დაესწრება.

„ეცადე, 30 ოქტომბრამდე გამოცდა ჩააბარო, თორემ თბილისმა ორიანის დაწერა იცის“, - ასე მიმართა თამარ ჩარკვიანმა ნიკა მელიას რუსთაველზე გამართულ აქციაზე.