ხარვეზიანი საბანკო რეკვიზიტების მქონე კომპენსაციის მიმღებ პირებს ახალი ანგარიშების წარდგენის უფლება 15 ოქტომბრამდე მიეცათ



„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N286 დადგენილებაში ცვლილება (https://bit.ly/3DiDxoP) შევიდა, - ამის შესახებ სსიპ „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“ იტყობინება.

სააგენტოს განცხადებით, ცვლილების თანახმად, პირებმა, რომელთაც პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების უფლება ჰქონდათ, მაგრამ ვერ მოხერხდა მათთვის კომპენსაციის გადარიცხვა არასწორად წარმოდგენილი პირადი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების გამო, კომპენსაციის მიღების მიზნით განახლებულ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები უნდა წარადგინონ სსიპ „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში“ ა/წ 15 ოქტომბრამდე. ვადების დარღვევით წარმოდგენილი განცხადებები განახლებული საბანკო ანგარიშების თაობაზე განხილვას არ ექვემდებარება.

„სააგენტო საკომპენსაციო თანხების გადარიცხვას განახორციელებს დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში (https://bit.ly/3DiDxoP).

გთხოვ, იმ პირებმა, ვისთანაც ვერ მოხერხდა საკომპენსაციო თანხის გადარიცხვა არასწორად წარმოდგენილი პირადი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების გამო, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში, მითითებულ ვადებში (ა/წ 15 ოქტომბრამდე), წარმოადგინოთ განახლებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. განახლებულ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების (ოფიციალური საბანკო რეკვიზიტები გაიცემა საბანკო დაწესებულების მიერ) წარდგენა შეგიძლიათ ელექტრონულ მისამართზე infosesa@moh.gov.ge.

ასევე, შეგიძლიათ ახალი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების მიტანა სსიპ „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს“ სერვის ცენტრებში შემდეგ მისამართებზე: თბილისის სერვის ცენტრი: ქ.თბილისი; მიხეილ ასათიანის ქუჩა 9.

რეგიონული ცენტრები: აჭარა: ბათუმი; ტაბიძის 2 ა;
სამეგრელო-ზემო სვანეთი: ზუგდიდი; აღმაშენებლის 106;
იმერეთი: ქუთაისი, ტაბიძის 40;
გურია: ოზურგეთი, ჭავჭავაძის 19;
კახეთი: თელავი, აღმაშენებლის 41;
შიდა ქართლი: გორი, გმირების 18;
ქვემო ქართლი: რუსთავი, ცურტაველის 5 ა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ცხელი ხაზზე: 15 05“, - აცხადებენ სააგენტოში.