ჩოკო პაის მომზადების უმარტივესი რეცეფტი



დარწმუნებული ვარ ერთხელ მაინც გაგისინჯავთ ეს ცნობილი ტკბილეული. ბავშვები გიჟდებიან ამ უნაზეს დესერტზე. მაღაზიაში ნაყიდ ტკბილეულს არ ვენდობი, მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ ჩემი შვილები ნატურალურ და სუფთა ნაწარს მიიეთმევენ. ამიტომ ამ დესერტის მომზადება სახლში, საკუთარი ხელი გადავწყვიტე.

ინგრედიენტები

  • კვერცხი 1 ცალი
  • კარაქი 180გ
  • შაქრის ფხვნილი 80გ
  • ხორბლის ფქვილი 310გ
  • მარილი
  • გამაფხვიერებელი 0,5 ჩაის კოვზი
  • ჟელატინი 6გ
  • შაქარი 110გ
  • ვანილის ექსტრაქტი 1მლ
  • წყალი 50მლ
  • ლიმონის წვენი 1 სუფრის კოვზი
  • რძიანი შოკოლადი 300გ

მომზადება

1.ათქვიფეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი და კვერცხი. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი და ისევ ათქვიფეთ.

2.ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი და მარილი, მოაყარეთ კარაქის მასას. მოზილეთ ცომი, შეინახეთ 1 საათი მაცივარში.

3.სამუშაო მაგიდას მოაყარეთ ფქვილი და გააბრტყელეთ ცომი. ამოჭერით მრგვლად, გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 5 წუთი.

4.ახლა კი მოვამზადოთ გუსლართი. ჟელატინს დაასხით 20 მლ წყალი, დაუმატეთ ვანილი და დაელოდეთ 10 წუთი.

5.სიროპის მოსადუღებლად შაქარს დაუმატეთ წყალი და ლიმონის წვენი. მოათავსეთ ცეცხლზე და მოხარშეთ ადუღების შემდეგ 2 წუთი.

6.ჟელატინი მოათავსეთ ღუმელში 15 წამი, შემდეგ ათქვიფეთ და მოასხით სიროპი. 4 – 5 წუთი თქვეფა საკმარისი იქნება.

7.საკონდიტრო ტომრის დახმარებით წაუსვით გულსართი. ზემოდან დაადეთ ცომის მეორე ნაწილი და მაცივარში შეინახეთ 1 საათი.

8.გაალღვეთ შოკოლადი და მოასხით ორცხობილას. შოკოლადის გამაგრებამდე დატოვეთ მაცივარში.

წყარო : Gastronomia.ge