როგორ უნდა მოამზადოთ "ნიყვი" და რით არის ის გამორჩეული სხვა სოკოებისგან



სოკო „ნიყვი“ ბოლო დროს სოციალური ქსელის ვარსკვლავი გახდა. რატომ გაიხსნეს ის მაინც და მაინც წელს, ძნელი სათქმელია. თუმცა ნიყვი მართლაც უგემრიელესი სოკოა. საკმაოდ იშვიათად გვხვდება და ამიტომ მისი ფასი 50 ლარსაც აჭარბებს.

ნიყვი წიფლნარში და მუხნარში იზრდება. მისი სეზონი აგვისტო- სექტემბერია. ამოდის ნოტიოიან ფერდებზე და ხავსიან ბორცვაკებზე. ქუდი მოწითალო ფორთოხლისფერია, ფეხი ღია ყვითელი, ფეხზე აქვს გარშემორტყმული თხელი თეთრი ან მოყვითალო არშია. ძირში კი თეთრი თოფრაკია. ნიყვის ქუდის ზომა ზოგჯერ 25 სანტიმეტრს აღემატება.
შედარებით უხვად მოიპოვება დასავლეთ საქართველოში. ბაღდათში, რაჭა- ლეჩხუმსა და ოკრიბაში. მიირთმევენ ძირითადათ შემწვარს