7 მიზეზი შემოდგომის შესაყვარებლად



რთულად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც შემოდგომის მოსვლა არ უხარია. თუმცა, ეს სტატია არა მათთვის, არამედ იმ ადამიანებისთვისაა, ვისაც ეს სეზონი საერთოდ არ უყვარს.

არა! მხოლოდ კარგად შეკმაზულ ახალ ტყემალზე ან სიმინდის ტაროზე არ ვისაუბრებთ, არც წელიწადის ამ დროს მომატებულ ტესტოსტერონის დონეზე ან წვიმიან ამინდში მოზღვავებულ სიყვარულზე დავკარგავთ დროს.

პირდაპირ საქმეზე გადავალთ და 7 რეალურ მიზეზს ჩამოგითვლით, რის გამოც შემოდგომა ყველას უნდა უყვარდეს:

სასიამოვნო ამინდი

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ შემოდგომის დადგომისთანავე ზაფხულის მტანჯველი სიცხე უკვალოდ ქრება და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას, სამსახურში, ქუჩაში თუ საღამოს საკუთარ აივანზე ყოფნისას სუფთა, გრილი ჰაერის ჩასუნთქვაა შესაძლებელი.

ფერები

როცა ამ სასიამოვნო სიგრილეში “თვალებიდან გამოვიხედავთ“, მაშინვე დავინახავთ მაგიურ გარემოს, რომელიც საოცრად მრავალფეროვანია.

პასტელურ წითელსა და ყვითელ ფერებში შემოსილი ხეების ყურება ხომ ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გამოცდილებაა?!

ასევე საინტერესოა, რომ იაპონელები შემოდგომით ბუნებაში ფერებზე “სანადიროდ“ მიდიან.

ეს პროცესი ბუნებაში სეირნობასა და დანახულით ტკბობას გულისხმობს.

შემოდგომა იაპონიაში:

“ახალი წლის ეფექტი“

ადამიანთა უმრავლესობა შემოდგომის პირველ დღეს, ანუ პირველ სექტემბერს ისევე ელოდება, როგორც ახალ წელს.

ბუნებრივია, რადგან საზაფხულო შვებულებიდან დაბრუნებულებს, სიახლეებისა და მნიშვნელოვანი ცვლილებების მოლოდინი გვაქვს.

აქვე შემოდგომის უნივერსალური რეცეპტიც შეგვიძლია შემოგთავაზოთ: “რეალური მეგობრები, ცხელი შოკოლადი და ბლინები“.

ჰელოუინი მსოფლიოში

ჩვენ შეიძლება მოახლოებული არჩევნები გვახარებს, თუმცა 31 ოქტომბერს მსოფლიო ჰელოუინის დღესასწაულს აღნიშნავს – როგორც წესი, ამ დღეს კოსტიუმებში გამოწყობილი ადამიანები გარეთ დასეირნობენ, ერთმანეთს ხუმრობით აშინებენ და ტკბილეულის გაზიარებაც არ ავიწყდებათ.

რთველი საქართველოში

მართალია, ყოველწლიური საშემოდგომო ღონისძიებები კორონავირუსის პანდემიის გამო წელს გადაიდო, თუმცა რთველს მაინც სულმოუთქმელად ველოდებით.

ყურძნის მასობრივი კრეფის დასრულების შემდეგ კი საშუალება გვაქვს უგემრიელესი ნაყოფით “გავძღეთ“, ან ღვინის დაყენების საინტერესო პროცესში მივიღოთ მონაწილეობა, რომელიც მრავალსაუკუნოვანი ტრადიციისამებრ ჩაივლის ხოლმე.

წყარო : At.ge