რუსთავის ცენტრალურ პარკში, კალათბურთში, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ოთარ ხმელიძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა



რუსთავის ცენტრალურ პარკში, კალათბურთში, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ოთარ ხმელიძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ღონისძიებას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, სპორტსმენები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ღონისძიების მონაწილეებმა ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობა გადაუხადეს ოთარ ხმელიძეს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

2002 წელს, საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ოთარ ხმელიძეს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიანიჭა, რამდენჯერმე იყო ქართული „ოლსტარის“ გუნდის მწვრთნელი, დასახელებულია საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად და მიღებული აქვს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სიგელი, ხუან ანტონიო სამარანჩის ხელმოწერით.

ოთარ ხმელიძე რუსთავის საპატიო მოქალაქეა, დაჯილდოებულია ღირსების მედლით.