კორონავირუსით გარდაცვლილი 21 წლის ბიჭის ლექტორი, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს



"თავზარდამცემი იყო ჩემთვის ჩემი სტუდენტის ვახო ჩარკვიანის გარდაცვალება. იგი 21 წლის ასაკში კოვიდმა იმსხვერპლა. თავაზიანი, კეთილი, უბოროტო, გულისხმიერი, გულმოდგინე. აი, ასე დარჩება იგი ჩემს მეხსიერებაში.

ჩემო ვახო, ასეთია ვერაგი წუთისოფელი, თავზემოთ ძალა არ არის... მიმძიმს გითხრა: მსუბუქი იყო შენთვის ქართული მიწა..." - წერს ბექა ქანთარია facebook-ზე