დღის სიახლეებიპოლიტიკასიახლეები

ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინისთვის

რუსთავის მუნიციპალიტეტი, უკრაინაში დამეგობრებული ქალაქების მოსახლეობისთვის, ჰუმანიტარულ ტვირთს, უახლოეს დღეებში გააგზავნის.

რუსთავის მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, კერძო ბიზნესის დახმარებით და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით შეძენილი პირველადი მოხმარების ნივთებისა და მედიკამენტების მობილიზება, რუსთავის მერიაში აქტიურად მიმდინარეობს.

ჰუმანიტარული აქციის დაწყების შესახებ, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, განცხადება სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა და რუსთაველებს, აქციაში ჩართვისკენ მოუწოდა.

რუსთავის მერიის მიერ ორგანიზებულ ჰუმანიტარულ აქციაში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრები იყვნენ ჩართულები.

რუსთავს უკრაინის ქალაქებთან: ივანო ფრანკოვსკთან, ჩერკასთან, ხმელნიცკთან, ვინიცასთან და კრივოი როგთან, განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებს.

ქალაქის მერიას ხშირი კომუნიკაცია აქვს მათთან და გასაგზავნი ნივთების სახეობაც, მათი საჭიროებების მიხედვით განისაზღვრა.

ჰუმანიტარული ტვირთი საქართველოს მთავრობის დახმარებით გაიგზავნება უკრაინაში.

მსგავსი სიახლეები

error: Content is protected !!