დღის სიახლეებისიახლეები

ახალი წელი რუსთავში

რუსთავში ახალი წლის აღნიშვნა, ,,ახალგაზრდობის პარკში” მოწყობილ საშობაო სოფელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სადღესასწაულო ღონისძიებით დასრულდა. სადღესასწაულო განწყობა, ჯერ ანიმატორების და დრამერების კოსტუმირებული შოუთი შეიქმნა, 18:00 საათზე, კი სპეციალურად მოწყობილ სცენაზე, რუსთაველებისთვის ბენდის ‘’New One’’ კონცერტი დაიწყო. საახალწლო სოფელში მისულ ბავშვებს, სანტა კლაუსი და საჩუქრებიც დახვდათ. სადღესასწაულო ღონისძიებას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ოჯახთან ერთად დაესწრო. პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული საახალწლო კონცერტი კოვიდ 19-ის რეგულაციების დაცვით წარიმართა და ულამაზესი ფოიერვერკით დასრულდა. რუსთავში საახალწლო ღონისძიებები 26 დეკემბერს დაიწყო. 30 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, რუსთავის საახალწლო სოფელში სხვადასხვა გასართობი ღონისძიება იმართებოდა. რუსთავის მერიის სადღესასწაულო საჩუქარი, 4 დღის განმავლობაში, საახალწლო სოფელში მისულმა 2000-მდე ბავშვმა მიიღო.

მსგავსი სიახლეები

error: Content is protected !!