დღის სიახლეებისიახლეები

ახალი პროგრამა- “მართე შენი ქალაქი”

რუსთავის მერიაში კიდევ ერთი ახალი პროგრამის- ,,მართე შენი ქალაქი“ განხორციელება დაიწყო. პროექტი, ქალაქის მართვაში სტუდენტების ჩართვას და მათთვის თვითმმართველობის მუშაობის გაცნობას ითვალისწინებს.პროგრამაში ჩართვის მსურველმა ახალგაზრდებმა, ონლაინ რეგისტრაცია გაიარეს. პირველ ეტაპზე, პროექტში 15 რუსთვაველი სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას.მუნიციპალიტეტის მუშაობის სპეციფიკის გასაცნობად მოსულ რუსთაველ ახალგაზრდებს, დღეს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე შეხვდა. პროექტის მონაწილე თხუთმეტი ახალგაზრდა, რუსთავის მერიის სამსახურების მუშაობას ეტაპობრივად გაეცნობა.

მსგავსი სიახლეები

error: Content is protected !!