დღის სიახლეებიპოლიტიკასიახლეები

ახალი მუნიციპალური სერვისები

რუსთავის მერიაში, ახალი მუნიციპალური სერვისების დანერგვის მიზნით მიმდინარე რეფორმა, ამჯერად არქიტექტურის სამსახურში დაიწყება. ნინო ლაცაბიძემ რუსთავის მერიის თანამშრომლებს არქიტექტურის სამსახურის ახალი უფროსი- კობა ძლიერიშვილი წარუდგინა და მერიის არქიტექტურული სერვისების სრული რებრენდინგი დააანონსა. რუსთავის თანამედროვე ურბანიზაცია, სწრაფი და მოქნილი არქიტექტურული სერვისი, ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა, მწვანე ქალაქის კონცეფციის რეალიზება, ეს ის საკითხებია, რომელზეც მერიის არქიტექტურის სამსახური იმუშავებს. ქალაქის ურბანული განვითარების ახალ კონცეფციას, არქიტექტურის სამსახურის უფროსი უახლოეს მომავალში დაგეგმილ პრეზენტაციაზე გააცნობს რუსთაველებს. კობა ძლიერიშვილი განათლებით არქიტექტორია, დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და საქართველოს საერთაშორისო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი დოქტორის ხარისხით. სხვადასხვა წლებში მუშაობდა რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსად, აქვს კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, არის უკრაინის სამეცნიერო აკადემიის პრემიის ლაურეატი, დღემდე იყო შპს ,,ქართველი ხუროთმოძღვრის” დირექტორი.

მსგავსი სიახლეები

error: Content is protected !!